გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

“თბილისი მარიოტში” ევროკავშირის პროგრამა „EU4Youth“ ეგიდით, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის შეხვედრა გაიმართა

17-12-2021

მიმიდნარ წლის 14-15 დეკემბერს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ევროკავშირის პროგრამა „EU4Youth“ ეგიდით, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმების დონის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი გიორგი ნოდარიშვილი, ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი - კრისტიან ვაგნერი, პროგრამის საერთაშორისო კოორდინატორი კლაუდი ოდონდი, ევროკავშირის პროგრამის ასისტენტი - გენადი სობალი, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის ფასილიტატორები და ხელმძღვანელები - ხატია აგიაშვილი და ირაკლი გიორბელიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - ქრისტინე კობახიძე, ქ.ონის ყოფილი მერი, დიპლომატი - დავით ჩიკვაიძე, სამხარეო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი - ზურაბ ცაგურიშვილი, რეგიონში არსებული კერძო სექტორის წარმომადგენლები @Royal Khvanchkara @Glamping Georgia @Karse @Naberauli, ახალგაზრდული ორგანიზაციის “Peoples Priority”-ს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი - გვანცა ტოროშელიძე, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი - ნიკა ინაური. ვირტუალური პროგრამა “Zoom”-ის საშუალებით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა @Iberia @Konstrukt2 @Erqvani.


შეხვედრაზე განხილული იქნა დამსაქმებელთა წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემები, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები, რის საფუძველზეც დაიგეგმა რიგი ღონისძიებები ევროკავშირის პროგრამის - Eu4Youth „ეროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, მათ შორის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა და აღნიშნულ სექტორთა შორის მემორანდუმის გაფორმება.