გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონში ინფრასტრუქტურულ ობიეტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

17-12-2021

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიეტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


ლაგვანთა - საკაოს გზის მოასფალტირებისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება.


ამ დროისთვის მომზადებულია მიწის ვაკისი და გრუნტი ასფალტის ფენის მოსაწყობად.


ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ლაგვანთაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.


აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,დაგი + " ასრულებს, ღირებულება შეადგენს 650000 ლარს.


დაფინანსებულია 95 % სახელმწიფო და 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.