გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ბორბალოში საირიგაციო ქსელზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

17-12-2021

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


სოფელ ბორბალოში სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას და საგრძნობლად შეამცირებს წყლის დანაკარგს. შედეგად თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სოფლების (ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი, კოდა, კოდის დევნილთა დასახლება, მუხათი, ღოუბანი და კუმისი) 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.


სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.