გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

17-12-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.


მათივე ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს გააცნო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.


რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა UNDP-ის ახალ ხელმძღვანელს ორგანიზაციის მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის პანდემიის პირობებში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური როლი და ჩართულობა ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.


,,შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს UNDP-ის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე. სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა ჰუმანიტარული და სამშვიდობო წამოწყებების და ინიციატივების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.


შეხვედრას UNDP-ის კრიზისის პრევენციისა და კრიზისის შემდგომი რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და აფხაზეთის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.