გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სიღნაღში შშმ პირებს ეტლები გადასცეს

2-05-2018

საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 23 პირს ეტლები გადასცა.

ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელი აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია პირველი არ არის, შშმ პირებს ეტლებს ყოველწლიურად გადასცემენ და ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში აქტიურად მუშაობენ.
,,ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 1992 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას ქველმოქმედება წარმოადგენს, რომელიც, ძირითადად, მიმართულია სოციალურად დაუცველი და შშმ პირთა დახმარებისკენ, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში'',- განაცხადა მაია კვეზერელმა.

knews.ge