სამშაბათი, აპრილი 08, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება

18-12-2021

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-ის ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, 312 ლარი იქნება.


„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება.


2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება;


ასევე, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებაც, რომელმაც 100 ლარი შეადგინა თითოეულ ბავშვზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.