კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
სოფელ შიბლიანში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

18-12-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.


სოფელ შიბლიანის ტერიტორიაზე მოეწყო 800 მეტრი სიგრძის დახურული ქსელი, გამანაწილებელი ჭები და სარეგულაციო კვანძები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციაპლიტეტების სოფლების - შიბლიანის, ზემო კაჭრეთისა და ჯიმითის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე; შემცირდება წყლის დანაკარგი; ზედაპირულად წყლის დინებისგან სავარგულების დაჭაობების საფრთხე აღარ იარსებებს.


საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.