გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თორნიკე რიჟვაძე: პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში და კონკრეტული გეგმები, რომელიც ყველა რეგიონის განვითარებას და განახლებას ემსახურება

18-12-2021

,,დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახადა თითოეული მოქალაქისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს ემსახურება - ,,დღეს ასევე წარმოდგენილი იყო კონკრეტული გეგმები, 10 წლიანი ხედვა, რომელიც ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას და ასევე ემსაუხურება ყველა რეგიონის, ქალაქის, დასახლების განვითარებას და განახლებას".