20-12-2021
გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა, რომელიც 3-20 დეკემბერს,კახეთის რეგიონში, კერძოდ კი გურჯაანსა და თელავში მიმდინარეობდა. პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) განხორციელდა. კახეთის რეგიონში პროგრამა საერთო ჯამში ორმოცმა ადგილობრივმა გაიარა, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდების ფორმირება მოახდინეს კონკრეტული იდეების ირგვლივ დადემო დღეს ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარსდგნენ.
ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა სტარტაპეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისა და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპსაზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში.
პრე-აქსელერაციის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა.