გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დადიანების სასახლეთა მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ-ღვთაების ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს

2-05-2018

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ - ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს. 

„არ ვიცი როდის დაზიანდა ქანდაკება. მე როგორც მითხრეს, წერილიც იყო დატოვებული, რომ ეს წარმართული ძეგლია და აქ არ უნდა იყოსო, თუმცა, თავად არ მინახავს ეს წერილი. სხვა არაფერი ვიცი“, - ამბობს მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, უცნობია, როდის აღადგენენ სკულპტურას.

კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მუზეუმის ეზოში რამდენიმე თვის წინ დაიდგა.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"