გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

19 დეკემბრის მონაცემებით საქართველოდან 15.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მანდარინია ექსპორტირებული

21-12-2021

მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 31.9 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 15.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 34%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 37%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.


მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (22 267 ტონა), სომხეთში (5 254 ტონა), უკრაინაში (3 138 ტონა), მოლდოვაში (443 ტონა), ყაზახეთში (281 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ბელორუსში (140 ტონა), ესტონეთში (83 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), და სხვა ქვეყნებში (78 ტონა)