გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარაში ციტრუსის მიღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

21-12-2021

ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. დღეის მდგომარეობით, ქარახანას უკვე მიღებული და გადამუშავებლი აქვს 5 000 ტონა არასტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით, 1500 ტონით მეტია.


ციტრუსის მიღებისა და გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად.


დღეის მდომარეობით, 32 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარიდან მანდარინის ექსპორტის მოცულობა 28 % გაიზარდა.