გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქობულეთში ხანძრით დაზარალებულ ჯინჭარაძეების ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება

27-12-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთიში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯინჭარაძეების ოჯახის წევრებს შეხვდა.


აჭარის მთავრობა ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. 2022 წლიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე იზრდება და ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაზრდილ კონპენსაციას მიიღებს.


თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, რომან ჯინჭარაძეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, სრულად დაუფინანსდება კვლევისა და ოპერაციის საფასური.


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბინაო ფონდის შექმნა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის მშენებლობის დროული დაწყება.


ოჯახი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უზრუველყოფილი იქნება ქირით და პირველადი საჭიროების ნივთებით.