გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საკრებულოებმა საბავშვო ბაღებში მობილური ტელეფონით სარგებლობა შეზღუდეს

3-05-2018

საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის პირადი საჭიროებისათვის გამოყენება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს შეუძლიათ. ამგვარი შეზღუდვა გორის, მარნეულის, თელავის, ახალციხის, ვანის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ბორჯომის, ბაღდათისა და თერჯოლის საკრებულოებმა დააწესეს.

აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებში, რომლებიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ქცევისა და ეთიკის სტანდარტებს ეხება, აღნიშნულია, რომ პერსონალმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავოს მობილური ტელეფონის გამოყენებისგან, გარდა სამსახურებრივი საჭიროებისა და საგანგებო მდგომარეობისა, დაწესებულების კუთვნილი ტელეფონი კი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება ომიანობის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების, სტიქიურ უბედურების ან დიდი ავარიების შემთხვევებში. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შემდეგ კი 48 საათში მიმართავს პარლამენტს დასამტკიცებლად. 

აღსანიშნავია, რომ ყველა აღნიშნული დადგენილება 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების მიერ არის მიღებული.

reginfo.ge