გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

30-12-2021

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც დასრულდა პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პიპილეთი-ჟაშქვას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი.


აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა ბეტონის საფარისა და დამჭერი კედლების მოწყობას.


29 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი და მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი იმყოფებოდნენ სოფელ პიპილეთში და ადგილზე გაეცნენ შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.


პიპილეთი-ჟაშქვას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შესრულებულია შპს "რაჭა 2005"-ის მიერ, რომლის ღირებულება შეადგენს - 366 643 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% სახელმწიფოს მიერ, ხოლო 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან.