გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა

30-12-2021

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრში" საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ შალვა ჯაფარიძის სახელობის ანსამბლი "რაჭა", კულტურის სახლის ქორეოგრაფიული წრის აღსაზრდელები, სასცენო მეტყველებისა და საესტრადო წრის მოსწავლეები.


საახალწლო კონცერტს ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.


ა(ა)იპ "გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა ენუქიძეს გაწეული ქველმოქმედებისთვის.


ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.


ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და კონცერტის თითოეულ მონაწილეს დღევანდელი საღამოს გალამაზებისთვის.