გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა

30-12-2021

საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაანონსებული წინასაახალწლო ღონისძიება კასპის ცენტრში 29 დეკემბერს გაიმართა.


მოეწყო საახალწლო ნაძვისხის სპეციალური კუთხე, სადაც თოვლის პაპა ზღაპრის გმირებთან ერთად პატარებს ტკბილეულით და საჩუქრებით მასპინძლობდა.


საბავშვო გასართობმა სივრცემ, ქუჩის ორკესტრმა, ოჩოფეხებმა, ჯამბაზებმა, ზღაპრის გმირებმა ბავშვებში საზეიმო განწყობა აამაღლა და ერთად მხიარულობდნენ.


ხის საახალწლო სახლებში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.


მოსახლეობას დამდეგი 2022 წლი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა.


საახალწლო ღონისძიება ჯგუფმა New One დაასრულა, კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.


ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდრეგულაციები.