გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ააიპ "ონის ბიბლიოთკა"-ში ღონისძიება გაიმართა

31-12-2021

საახალწლო კვირეულის ფარგლებში, ააიპ "ონის ბიბლიოთკა"-ში გაიმართა ღონისძიება "შეხვედრა ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთან", სადაც წარმოდგენილი იყო 2021 წლის პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აქტივობები და 2022 წლის სამოქმდო გეგმა.


ბიბლიოთკის აქტიური მკითხველების მონაწილეობით მრავალი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, როგორც ქალაქ ონში, ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.


შეხვედრაზე ა(ა)იპ "ონის ბიბლიოთკის" დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის, მეცნიერების და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობისთვის.


აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ააიპ "ონის ბიბლიოთეკა" მკითხველს უმასპინძლებს ახლადრეაბილიტირებულ და კომფორტულ სივრცეში.