გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2021 წელს მიზნობრივ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანიების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

31-12-2021

მსოფლიოში პანდემიის არსებობის პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებიდან მოგზაურთა ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.


2021 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით. მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR-ზე კი საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ორივე გამოფენაზე საქართველო სპეციალური სტატუსით მონაწილეობდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზარზე.


ტურიზმის ადმინისტრაციამ წელს მონაწილეობა მიიღო ATM Dubai, გასტრონომიული გამოფენა Bocus D’Or, Sirha, IBTM Barcelona, IBTM World, WTM London.


2021 წელს ადმინისტრაციამ საერთაშორისო პლატფორმა, Culture Trip-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია განახორციელა. Culture Trip-ზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სათავგადასავლო, ეკო და აგრო ტურიზმს, ღვინოს და გასტრონომიას. კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში (FB, Instagram; Twitter) საქართველოს საიმიჯო ფოტო მასალა განთავსდა, მომზადდა 9 სტატია, სოციალურ ქსელებში ე.წ. ჩვენების (Impressens ) რაოდენობამ 5,590,000 შეადგინა.


განხორციელდა ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე; მარკეტინგული კამპანია წამყვან დასაჯავშნ პლატფორმებზე Expedia.com, Wego.com; სარეკლამო კამპანიები National Gegraphic-ის და Conde Nast-ის საერთაშორისო პლატფორმებზე.


მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება საქართველოსთვის მიზნობრივ ქვეყნებში: გერმანია, ბალტიისპირეთი, ისრაელი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, პოლონეთი, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი.


ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, ავიაკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაციები მიზნობრივ ქვეყნებში: უკრაინა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები.