გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

10-01-2022

ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში. ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში. 


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამი სატვირთო ავტომობილის (ცემენტმზიდი) დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, საერთო ჯამში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.