გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 132 161 ლარის დაფინანსება გასცა

4-05-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში 132 161 ლარის დაფინანსება გასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა 846 ბენეფიციარს თანადგომა გაუწია.

ბორჯომის მერის, ლევან ლიპარტიას თქმით, 40 390 ლარი 96 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 84 ბენეფიციარი 15 821 ლარით დაფინანსდა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 100 ლარიანი დახმარებები გაიცა სხვადასხვა კატეგორიის 47 900 მოქალაქეზე. 

მერის განმარტებით, პროგრამებით სარგებლობენ 4 და მეტ შვილიანი ოჯახები, შშმ პირები, გამოჩენილი ადამიანები, ახალდაქორწინებულები, ახალშობილები, 100 წელს გადაცილებული პირები, დედ–მამით ობოლი ბავშვები და ა.შ. 

„აღსანიშნავია, რომ მოქმედი სოციალური პროგრამები მოიცავს როგორც ყოველთვიურ ასევე ერთჯერად დახმარებებს. მუნიციპალიტეტი აფინანსებს მოქალაქეების სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას. 

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიის დახმარებას როგორც სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებისთვის. 
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"