გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

დავით ქართველიშვილი: ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოზე ორკესტრირებულ შეტევას ახორციელებენ და ამაში ჩართული ჰყავთ ზოგიერთი საერთაშორისო პარტნიორი. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს

17-01-2022

"ყოფილი მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორში გაერთიანებული მათი საახლობლო კლანი სახელმწიფოს მორიგ ინსტიტუტზე ახორციელებენ ორკესტრირებულ შეტევას და ამაში ჩართული ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთი წარმომადგენლებიც. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს, მისი დამკვეთი - ნაცმოძრაობაა, დავალების მიმცემი - სააკაშვილი, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი - მშვენიერაძე”, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, თუ როგორ მზადდება სასამართლოს შიგნით მორიგი საპროტესტო ტალღა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.


,,მოქმედი ხელისუფლების მიერ, ნაცმოძრაობის რეჟიმის გამპრავებლების, ჯალათების, იდეოლოგების მიმართ ლმობიერებისა და ჰუმანურობის პოლიტიკა და მიდგომები, არასწორად იქნა აღქმული ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ნაშიერების წრეში. დღეს ეს ყოფილი მაღალჩინოსნები და არასამთავრობო სექტორში გაერთიანებული მათი საახლობლო კლანი სახელმწიფოს მორიგ ინსტიტუტზე ახორციელებენ ორკესტრირებულ შეტევას და ამაში ჩართული ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზოგიერთი წარმომადგენლებიც. ეს შემოტევა "სასამართლო ამბოხის" ხასიათს ატარებს, მისი დამკვეთი - ნაცმოძრაობაა, დავალების მიმცემი - სააკაშვილი, ხოლო ტექნიკური შემსრულებელი - მშვენიერაძე და Со...“ - წერს დავით ქართველიშვილი და ზურაბ ქადაგიძის ვრცელ წერილს აზიარებს.