გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2022    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა: ებრძვიან წულუკიანს ქვეყნის სტაბილურობის მტრები, როგორ გაბედა საკითხის შესწავლა

17-01-2022

რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი, ქურდი არ არის? მან ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - ასე ეხმიანება faceebok - ის მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში, კულტურის სამინისტროს ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას.


„რა ხდება, რა ამბავი ატეხეს, ლექსის ქურდი, ქურდი არ არის? მან ვინც არ იცის ანა კალანდაძის შემოქმედება, უნდა იფიქროს რომ ის ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძემ (დარიანი) მიისაკუთრა, ლაშა ბაქრაძის დახმარებით, მისია? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.


ამ თემაზე კულტურის სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩავთვლიდი სახელმწიფო არ დგას სათანადო სიმაღლეზე. რაც შეეხება თეა წულუკიანს, მისი მსგავსი ღირსეული ქალი კი არა, კაციც ცოტა მეგულება. ებრძვიან წულუკიანს ქვეყნის სტაბილურობის მტრები, როგორ გაბედა ამ საკითხის შესწავლა და კულტურის მინისტრისგან რეპრესიებს აანონსებენ. ასე გააგრძელონ, ამით კიდევ უფრო დაიჩქარებენ დასასრულს. სანახაობა კი წინ ბევრია. ცოტა ხანში დაიდება მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი და დაკარგული ხელოვნების ნიმუშების ნუსხა, აი მაშინ ატყდება თუ ატყდება, მაგრამ არა უშავს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ნათქვამია“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.