სამშაბათი, აპრილი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
აჭარის მთავრობამ სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაზარდა

19-01-2022

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ასევე ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარების წესს, აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.
 
სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრით დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის წევრებისა და აჭარი მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ 742 094 ლარი.
 
2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე გამოიყო ფინანსური დახმარება 1 751 703 ლარის ოდენობით.