მიკროავტობუსს სავარაუდოდ, ტურისტები, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა.
დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დაშავებული მგზავრებიდან 4 თბილისში, ყოფილი არამიანცის სამედიცინო დაწესებულებაშია, მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე ვადით.