გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2024    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერებას და წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება

21-01-2022

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „ტვინინგის" პროექტის - „სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და სურსათის უვნებლობის სისტემის შემდგომი პროგრესის უზრუნველყოფა საქართველოში", ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს „შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.  


გიორგი ხანიშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების კუთხით. "საქართველო ახლა  მნიშვნელოვან ეტაპს გადის სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით და ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია პროექტში ჩართული  ქვეყნების გამოცდილების გაზიარება," - განაცხადა  გიორგი ხანიშვილმა.
აღინიშნა, რომ ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. „2015-2020 წლებში DCFTA - შეთანხმების ფარგლებში 150-მდე სამართლებრივი აქტის დაახლოება განხორციელდა.


ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, უკვე გვაქვს ხელშესახები შედეგები მომხმარებლის ინტერესების დაცვის, წარმოებებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ბიზნეს-სექტორის ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. თუმცა, პროგრესის პარალელურად რჩება გამოწვევებიც.  ჩვენ გვაქვს ამბიცია, საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენუნარიანი ევროკავშირის ბაზარზე," - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.


„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის სისტემის გაძლიერების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და სოფლის მეურნეობაში საექსპორტო შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით. „ტვინინგის" პროექტის განხორციელების მთავარი სარგებელი არის ის, რომ იგი გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ევროკავშირის ბაზარზე და მომხმარებლის ნდობას სურსათის კონტროლის სისტემის მიმართ," - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ლატვიიდან, ლატვიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათისა და ვეტერინარული სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მარის ბალოდისმა.


ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, ფინანსთა სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ტვინინგის" პროექტი საქართველოს, ლატვიის, ესტონეთისა და შვედეთის ჩართულობით 2020 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები  ქართველ კოლეგებს თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის მიერ და 2022 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.