გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2022 წელს აჭარაში არაერთი მასშტაბური სოციალური პროექტი სრულდება

28-01-2022

აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს ის მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც 2022 წელს სრულდება.


2022 წელს დასრულდება ყველაზე მასშტაბური სოციალური პროექტი, ე.წ ოცნების ქალაქის პირველი ეტაპი, სადაც 582 ოჯახი მიიღებს ბინას. უკვე დაიწყო ,,ოცნების ქალაქის" მეორე ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები.


ასევე, დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში და რამდენიმე დღეში 20 ოჯახი უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.


2022 წელს ექსპლუატაციაში შევა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი ქობულეთში, დაიწყება ბათუმის ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო პროცედურები, რაც განაპირობებს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ, სოციალურ, ტურისტულ გარემოს," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.