გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

28-01-2022

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - upway შეემატა.


upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

 

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

 

უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.

დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.

 

ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი, ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება - თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, - მარიკა აბულაძე, upway- თანადამფუძნებელი.

 

ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავადკ ურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში. 

 

“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, - მარიშა გოგოლაური, upway- თანადამფუძნებელი

 

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელიგახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით. 


“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებს და კურსების სელექციი გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა  თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, - მარიამ ცანავა, upway- თანადამფუძნებელი.