გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2022    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კელი დეგნანი ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურზე: მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში

29-01-2022

მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში, -  ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მისი თქმით, ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს.
 
„ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები აქ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო ნათია, ბატონო სოსო, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ.


ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა, არა მარტო პეის გრუპისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.


ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადჰყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე.


ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პორტი საოპერაციო, ასევე მართვის მიმართულებით, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს სხვა სამუშაო ადგილების შექმნას, დამხმარე მიმართულებებით, ფოთის ტერიტორიაზე", -  აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.