გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარნეულში 21 წლის ახალგაზრდა საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს

7-05-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოქალაქე ლაშა ქველაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თავის არეში ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული. 
"ნიუპოსტი" დეტალებს შს სამინისტროში არკვევს. 

newposts