ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სადახლოზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

4-02-2022

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მხრიდან შემოსული მსუბუქი ავტომანქანის (რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა.ჰ. მართავდა) დეტალური დათვალიერების შედეგად, 7 500 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი (ბოსტნეულის თესლი) გამოვლინდა.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 500 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.