გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ

8-05-2018

ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ ბრეთში საავადმყოფოდან სხვა ცხედარი გადაასვენეს. ჭირისუფლებმა ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახში მისვენებულ ცხედარს სუდარა მოხსნეს. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს.

როგორც აღმოჩნდა, ბრეთში დევნილთა კორპუსებში მცხოვრები 94 წლის ნინა ცისკაძის ცხედარი შეცდომით გადაასვენეს.

როგორც ირკვევა, ერთსა და იმავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაიცვალა. ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79-წლის ქალი იყო; მეორე კი - ზნაურიდან დევნილი 94წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

"როდესაც მივიტანეთ ტანსაცმელი საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა არ შეიძლებოდა, ხოლო გარდაცვლილს ჩვენ ჩავაცმევთო, რაშიც თანხა 40 ლარი უნდა გადაგვეხადა. არ მქონდა 40 ლარი და მივეცი 20 ლარი. ამის შემდეგ ველოდებოდით, როდის გამოასვენებდნენ. ქარელში ჩვენი მანქანით გადასვენებას ვაპირებდით", - ამბობს ნინა ცისკაძის რძალი.

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ელოდნენ ცხედარს. ამ დროს შენობის ეზოში ბრეთელები მივიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ოჯახს სხვა მიცვალებული მიუყვანეს. 

imedinews.ge