გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა

8-02-2022

„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობა გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, დებიუტანტი ავტორებისთვის შემოქმედებითი პროგრამა გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, დამწყები ავტორები პროფესიონალების მიერ შეფასდებიან.


პროექტი მიზნად ისახავს დამწყები ავტორების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მათი კარიერის დასაწყისშივე, რაც, მომავალში, ღირებული ტექსტების შექმნაში დაეხმარებათ.


მონაწილეთა ნამუშევრებს ექსპერტთა ჯგუფი პროფესიონალი ავტორის, რედაქტორისა და შემოქმედებითი წერის სპეციალისტის შემადგენლობით შეაფასებს.


მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღებამდე, ავტორს არ ჰქონდეს გამოქვეყნებული ნაწარმოებები, არც ბეჭდური და არც ციფრული სახით.პროექტის დასასრულს ათი საუკეთესო ტექსტისთვის პროფესიონალური წერილობითიდასკვნა მომზადდება.


მონაწილეობის მსურველებმა, საკუთარი ნაწარმოებები, 28 თებერვლის ჩათვლით, აღნიშნულ მისამართზე უნდა გადააგზავნონ: info@tbilisiwbc.ge. ტექსტის ტექნიკური მახასიათებლების ნახვა კი შესაძლებელიაhttps://bit.ly/3uvI46h.


ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.