სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გორის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს

8-05-2018

გორის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, გურამიშვილის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები დაშალეს. 

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, ამის შემდეგ დასუფთავდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. 

„მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს. მერიის ინიციატივით, ბაზრების მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქში არსებული ბაზრების დაკავება მოვაჭრეებს გარკვეული საშეღავათო პირობებით შეუძლიათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

"ინტერპრესნიუსი"