გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ნიქოზში ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

8-05-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ოკუპანტებმა ამ ტერიტორიაზე ტრაქტორები 5 დღის წინ გამოიყვანეს. როგორც რუსი ოკუპანტები ამბობენ, ესენი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებია.

1tv-ს ცნობით, სოფლის რწმუნებულის გიორგი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ხნული ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე არის გავლებული. 

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს. 

imedinews.ge