გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

10-02-2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ლონდონში იმყოფება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, დევიდ ქუერის შეხვდა.
შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და  უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
 
„პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ვისაუბრეთ  უსაფრთხოების საკითხებისა და უკრაინის შესახებ, რაც,  თავის მხრივ, უკავშირდება საქართველოს. ამ მხრივ, გავაცანით ხედვა იმის შესახებ, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე  ვითარება საქართველოს კუთხით და რომ ეს გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ჩვენი კოლეგებისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ დასტური, რომ საქართველო რჩება დიდი ბრიტანეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ყურადღების ქვეშ და რომ მათ სრულად ესმით უსაფრთხოების ის რისკები, რომლებიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და მის გარშემო",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა.
 
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლონდონში კარგად ესმით, რომ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველოც.
 
„ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად ესმით და განსაკუთრებით, ლონდონში, რომ უკრაინის საკითხი არ არის ცალკე განყენებული საკითხი - ამ შემთხვევაში, უკრაინასთან ერთად, მოიაზრება საქართველო, ჩვენი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ბრიტანეთი კვლავ აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას ნატოში გაწევრიანებისთვის",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.