გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი The Royal United Services Institute წარმომადგენლებს შეხვდა

10-02-2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანული კვლევითი ცენტრის - გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის (The Royal United Services Institute) წარმომადგენლებს შეხვდა.
  
შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ეკრძალებათ  მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ადგილი აქვს ადამიანების გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებს.
  
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ასევე უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ისაუბრა.
  
შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობას.
 
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.