10-02-2022
ეს ორი პოლიტიკურ ძალა, თვლის რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17, ასე იცის თავდავიწყებით შეყვარებამ „აღარც არითმეტიკა გაინტერესებს, აღარც კანონი და სამართალი, აღარც რეგლამენტი და ამომრჩეველი, მთავარია ერთად იყოთ და გაერთიანებული ძალებით ებრძოლოთ ,,ქართულ ოცნებას"! ასე გააგრძელეთ, უგულავას ქოლგის ქვეშ კარგად დაჯავშნეთ ადგილები“- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, რომელმაც განაცხადა, სენაკის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიამ მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილების მიღება 33დეპუტატიდან 16 დეპუტატითაც შესაძლებელია.
,,ნაციონალურ მოძრაობას" და გიორგი გახარიას ,,საქართველოსთვის" ერთმანეთი ამჯერად სენაკში შეუყვარდათ ოღონდ ისე მგზნებარედ, რომ ელემენტარული არითმეტიკაც კი დაავიწყდათ ეს ორი პოლიტიკურ ძალა, რომლებიც უკვე პრაქტიკულად კოალიციად ჩამოყალიბდნენ (ჩხოროწყუ, წალენჯიხა, რუსთავი, სენაკი) თვლის რომ 33-ის უმრავლესობა არის 16 და არა 17 ასე იცის თავდავიწყებით შეყვარებამ: აღარც არითმეტიკა გაინტერესებს, აღარც კანონი და სამართალი, აღარც რეგლამენტი და ამომრჩეველი, მთავარია ერთად იყოთ და გაერთიანებული ძალებით ებრძოლოთ ,,ქართულ ოცნებას"! ასე გააგრძელეთ, უგულავას ქოლგის ქვეშ კარგად დაჯავშნეთ ადგილები, ისე NDI-ის ბოლო კვლევაში ნახეთ საკუთარი რეიტინგი“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.