გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

10-02-2022

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი სმიტს შეხვდა.პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის დემოკრატიისთვის (Westminster Foundation for Democracy) აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი სმიტს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს პარლამენტისა და ვესტმინსტერის ფონდის ნაყოფიერი თანამშრომლობა.


შალვა პაპუაშვილმა ფონდის დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მხარდაჭერისთვის, მათ შორის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისა და მოქალაქეების საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობის გაუმჯობესებისთვის.


მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.


შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.


საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.