გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: პრემიერის ინიციატივა სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით, ეკონომიკის ზრდასა და დეველოპერულ სექტორში დასაქმებას მოგვიტანს

14-02-2022

„პრემიერის ინიციატივა, რომელიც სამშენებლო სექტორის მაქსიმალურად სტიმულირებას ითვალისწინებს, ჩვენი მონახაზით, ეკონომიკაში მოგვიტანს ზრდას და წაახალისებს ისეთ სექტორს, რომელიც დიდწილად დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ამ სექტორში როგორც სოციალურად დაუცველი, ისე ამ სტატუსის არმქონე ჩვენი მოქალაქეებისთვის დასაქმების ახალი საშუალებები უნდა გავაჩინოთ.


„ჩვენ ამ ინიციატივებით, რაც პრემიერს გააჩნია, შიდა რესურსების მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ. ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ დამატებით ეკონომიკის ტრანსფორმაციაზე, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე, მაგრამ რა რესურსებიც გაგვაჩნია, მის აქსელერაციას გააკეთებს ეკონომიკის სამინისტრო და ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამ ინიციატივის აზრი პრემიერმა განმარტა და როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა გულისხმობს, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტებიდან ფინანსების მობილიზება შეძლოს სამშენებლო სექტორმა, იმ კომპანიებმა, ვისაც გამოცდილება გააჩნია და უფრო სწრაფად მოხდეს ძირითადი სახელმწიფო საჭიროებების მოგვარება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდრე ეს იქნებოდა შესაძლებელი ბიუჯეტის რესურსების სიმცირიდან გამომდინარე", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მისივე თქმით, დღეს თითოეული სახელმწიფო უწყება, თავის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავს და შესყიდვებს ახორციელებს ასიგნირების ფარგლებში, მათთვის შეზღუდულია მრავალწლიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა, მაგრამ პრემიერმა უკვე წარმატებით გამოსცადა თავდაცვის სამინისტროში, როდესაც ძალიან ბევრი დასაქმებულისთვის ამ უწყებაში საბინაო პრობლემების მოგვარება მოხდა უმოკლეს დროში. მათ შორის, მაქსიმალურად ეფექტიანად ფასების კუთხითაც, რადგან ამან გამოიწვია კერძო სექტორის მეტი ჩართულობა და მაღალი კონკურენცია.


„იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, რადგან ჩვენ გვქონდა როგორც საფინანსო სექტორთან, ასევე სამშენებლო სექტორთან საუბარი - თითოეული სამინისტრო ამ მომენტისთვის ამუშავებს საჭიროებების გეგმას, რომელთაც წარვუდგენთ ბიზნესს - მე, პირადად, მექნება შეხვედრა ბიზნესთან ამის თაობაზე და აქაც კერძო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაციით ჩამოვაყალიბებთ იმ პირობებს, რომ პროგრამა ეფექტიანად განხორციელდეს, იყოს რეალისტური და იყოს შედეგების მომტანი", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ლევან დავითაშვილის თქმით, უამრავი საჭიროებაა საჯარო ინფრასტრუქტურის, სკოლების, ბაღების, კულტურისა და სპორტის ობიექტების, ასევე კომუნალური საკითხების მოგვარების, როგორიცაა დევნილებისთვის, ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული პირებისთვის და ვეტერანებისთვის კომუნალური საკითხების გადაწყვეტა.


„დარწმუნებული ვარ, 2-3-წლიან პერსპექტივაში მთლიანად მოვაგვარებთ დევნილთა ბინით დაკმაყოფილების საკითხს, ასევე მთლიანად ბევრი მიმართულებით გავაუმჯობესებთ საჯარო ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ქვეყანამ, ერთი მხრივ, შეძლოს თავისი სოციალური პასუხისმგებლობის უკეთესად შესრულება, მეორე მხრივ კი, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის დამატებითი სტიმულირება მოვახდინოთ. დარწმუნებული ვარ, წელს მოვიზიდავთ მილიარდი ლარის დამატებით ინვესტიციას ამ მიმართულებით, რაც ეკონომიკის დამატებით ზრდას გამოიწვევს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.