გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

14-02-2022

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა.


მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა.