გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში, გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

14-02-2022

კასპში გურამიშვილის ქუჩის ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა. ასფალტის დაგებამდე ქუჩაზე და ჩიხებში წინა მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა - მოეწყო სანიაღვრე და ეზოში გადასასვლელები.


ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს, რომელსაც რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.


"მჭიდროდ დასახლებული ქუჩა სადაც ქალაქის #1 საბავშვო ბაღი მდებარეობს არასოდეს ყოფილა მოასფალტებული. ამორტიზირებული, გაუვალი ქუჩა აფერხებდა ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას, განსაკუთრებით წვიმის და უამინდობის დროს. მალე ქუჩა გადაადგილებისათვის კომფორტული გახდება და მოსახლეობას არსებული პრობლემა აღარ ექნება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.


"მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სამუშაოებით და მადლობას უხდის მერიას და მშენებელს გზის რეაბილიტაციისთვის" - აცხადებენ მერიაში.