გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპს კიდევ ერთი დაწესებულება - MIL georgia/მილ ჯორჯია შეემატა

15-02-2022

ქალაქ კასპს კიდევ ერთი დაწესებულება - MIL georgia/მილ ჯორჯია შეემატა. ამ ეტაპზე ფუნქციონირება დაიწყო კაფემ და მალე, იმავე სივრცეში რესტორნისა და სასტუმროს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, დამფუძნებლების თქმით, დაგეგმილია ბავშვებისთვის გასართობი ცენტრის, ქართული მარანისა და ეზოში საზაფხულო ლობ სივრცის მოწყობაც.


გახსნის ღონისძიებას კასპის მუნუიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე დაესწრო.


,,მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. შესაბამისად, გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა, ასევე ადგილობრივებს საშუალება ექნებათ სასურველი მომსახურება მიიღონ. ჩვენ მივესალმებით ყოველ ახალ წამოწყებას და რა თქმა უნდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შევუწყობთ კერძო სექტორის გაძლიერებას" - აღნიშნა კასპის მუნიცპალიტეტის მერმა.


ამჟამად ადგილზე 12 ადგილობრივია დასაქმებული, დაწესებულების გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.