გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებებში რამდენიმე ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ

15-02-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მინისტრის რანგში, სამინისტროს დეპარტამენტების და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე მინისტრმა უახლოეს სამუშაო გეგმებზე ისაუბრა. ოთარ შამუგიამ ყურადღება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების პროგრამაზე გაამახვილა.


„პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდება, ჩვენი უწყება მზად არის, რამდენიმე ათასი ადამიანი ჩართოს საზოგადოებრივ საქმიანობაში, შესთავაზოს მას კონკრეტული სამუშაო ადგილები, რაც მათ საშუალებას მისცემს, აქტიურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს და აგრარული მიმართულებით საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.


„ჩვენთვის პრიორიტეტია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ამ მიმართულებით ძალიან მალე გვექნება მასშტაბური სამუშაოების წარმოების კონკრეტული გეგმა, რასაც წარვუდგენთ სამუშაო ჯგუფს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა მზად არის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებისთვის. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ფერმერებთან და მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს შესაბამისი საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.


მინისტრის დავალებით, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები უახლოეს ხანში წარმოადგენენ ინიციატივებს და ხედვებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეფექტიან მუშაობას და მიზნობრივი სეგმენტის საჭიროებების დაკმაყოფილებას.