ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15-02-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივითსათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური განმარტება და წარუდგინეს პრეზენტაცია საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილე(მოთამაშე) პირების მიმართ, სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხის საშემოსავლო გადასახადით, ასევე აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მოგების/საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ახალი  წესი და განაკვეთი განისაზღვრა.


აღნიშნულის შესაბამისად, განხორციელდა ცვლილება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში და ის შეეხო - საშემოსავლო და მოგების გადასახადის   ყოველთვიური დეკლარაციებისა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის შევსების წესს.


დეკლარაციების განახლებული ელექტრონული ფორმები უკვე ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდზე. ახალი ფორმით დეკლარაციების წარდგენა სავალდებულოა მიმდინარე წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, იხილეთ ბმული:

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=562