15-02-2022
შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მეათე მოწვევის პარლამენტში და 70 სხდომა აქვს გაცდენილი არასაპატიო მიზეზით, ამაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება არსებობდეს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს, რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა POSTV-ის ეთერში.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მან ოდესღაც ჩაიდინა ისეთი სამართალდარღვევა, რომლის გამოც მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და კონსტიტუციაში წერია, რომ რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
„შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მეათე მოწვევის პარლამენტში და 70 სხდომა აქვს გაცდენილი, არასაპატიო მიზეზით, ამაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება არსებობდეს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, იყო პოლემიკა პარლამენტში. არავის ეხალისება, მათ შორის ირაკლი ქადაგიშვილს, ვის ადანაშაულებენ ამაში არ ვიცი, არა ერთხელ ვთქვი, რომ თვითონ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამდგარიყო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევაში ბატონ ბადრისთან მიმართებაში, არავის დაუძალებია, რომ მან ოდესღაც ჩაიდინა ისეთი სამართალდარღვევა, რომლის გამოც მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი" - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.