გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია

19-02-2022

ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება.


„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy"-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.