გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ზუგდიდის 100 წლის წინ“ - გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს

9-05-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ახალ პროექტს „ზუგდიდი 100 წლის წინ“ იწყებს.

 

როგორც გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, პროექტი მიზნად ისახავს 100 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროს ზუგდიდში არსებული ვითარების შესახებ ვიდეო-ბლოგების მომზადებას.

 

ვიდეო-ბლოგები, 14-დან 25 მაისს ჩათვლით, ყოველ დღე, 17 საათსა და 10 წუთზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ღონისძიების პარტნიორი მედიასაშუალებების პლათფორმებზე (რადიო ,,ათინათი", "SMOTV", ტელეკომპანია ,,ოდიში", "zugdidelebi.ge", "Newsportal.ge") განთავსდება.

 

„წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წელი სრულდება თარიღი განსაკუთრებულადა ღინიშნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. წელს ზუგდიდი საიუბილეო თარიღისთვის განსაკუთრებულად ემზადება, ქალაქში იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიებები, მათ შორის გაცოცხლდება სხვადასხვა ისტორიული სცენები, 26-ში საზეიმოდ გამოსულ მოქალაქეებს, რომ ქონდეთ ინფორმაცია 100 წლის წინანდელ ზუგდიდზე, ამიტომაც გადავწყვიტეთ პრე-კამპანიის ფარგლებში მოვყვეთ რა ხდებოდა საუკუნის წინ. ესაა პრე-კამპანიის ერთი მიმართულება. გვექნება ასევე მეორე მიმართულება, რომელიც უშუალოდ 26 მაისის ღონისძიებების მნიშვნელოვანი ლოკაციების დაანონსებას გულისხმობს“ - აცახდებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.