24-02-2022
კასპში, შარიფაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.
წლების განმავლობაში ამორტიზირებული და თითქმის გაუვალი ქუჩა მოასფალტებული არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა გადაადგილებისას უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
სამუშაოს ღირებულება, რომელსაც შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს 266 750 ლარია, ქუჩის სიგრძე 490 გრ/მეტრი.
შპს „დინ გრუპი“ პარალელურად გურამიშვილის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის მოსფალტებას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში 2021 წელს მოასფალტდა ყაზბეგის წერეთელის, წულუკიძის, გურამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებიც.
5 ქუჩის კეთილმოწყობის ღირებულება ჯამში 889 991 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილების დროც. მოსარგებლე ბენეფიციარები კმაყოფილებას გამოთქვამენ სარეაბილიტაციო სამუშაოებით.
ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომრეაბილიტირებუი ქუჩებით მოქალაქეები უკავშირდებიან გაზის კომპანიის ოფისს, მოხუცთა სახლს, ქალაქის N1 საბავშვო ბაღს, ქალაქის სასაფლაოს, ღია საჭიდაო არენას. ხუთივე ქუჩით 8 000 მეტი ბენფიციარი ისარგებლებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.