გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბოჟაძე: 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეებმა, რომლებიც ომის დროს გაიქცნენ ქვეყნიდან და შემდეგ რუსეთს გადაუფორმეს ჩვენი ეკონომიკა და ენერგეტიკა, ბედავენ და ღარიბაშვილს ადარებენ სერგო ორჯონიკიძეს

25-02-2022

„უკრაინას აქვს საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ეს სულ ასე იქნება. რუსეთის მეხუთე კოლონას: ,,ნაციონალურ მოძრაობას", მის მოქმედ თუ ,,ლელოში" გადაბარგებულ წევრებს არავინ მისცემს საშუალებას იმოქმედონ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ!“- წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.


„21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეებმა, რომლებმაც 2008 წელს არ გაითვალისწინეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები და რუსეთთან ომი ვერ ააცილეს ქვეყანას, ბრძოლის დროს მიატოვეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიქცნენ ქვეყნიდან და ომის შემდეგ რუსეთს გადაუფორმეს საქართველოს ეკონომიკა და ენერგეტიკა, ბედავენ და ირაკლი ღარიბაშვილს ადარებენ სერგო ორჯონიკიძეს. უკრაინას აქვს საქართველოს მთავრობის და მოსახლეობის სრული მხარდაჭერა და ეს სულ ასე იქნება. რუსეთის მეხუთე კოლონას: ,,ნაციონალურ მოძრაობას", მის მოქმედ თუ ,,ლელოში" გადაბარგებულ წევრებს არავინ მისცემს საშუალებას იმოქმედონ საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ!“- წერს ბოჟაძე Facebook-ზე.